კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნიკა ნინუა: “ველოდები, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახებენ”

ნინუას კომენტარი

Image source: paokfc.gr

 

„პაოკის“ ქართველ ფეხბურთელ ნიკა ნინუას საქართველოს ნაკრებში გამოძახების იმედი აქვს. „ლამიასთან“ სათასო შეხვედრაში გატანილი გოლის შემდეგ მან განაცხადა, რომ საბერძნეთის ნაკრებთან თამაში უნდა.

„ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით, ეს მთავარია. რა თქმა უნდა, ველოდები საქართველოს ნაკრებიდან ზარს და მინდა „ტუმბაზე“ საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშო“ – თქვა ნინუამ.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთს 31 მარტს, „პაოკის“ მშობლიურ სტადიონზე, „ტუმბაზე“ დაუპირისპირდება.

 

წყარო – sfina.gr

 

“დინამო თბილისმა” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო