კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიკა ნინუა: “მინდა პირლოს დონეზე ვითამაშო”

ნინუა ანორთოსისში გადადის

Image source: paokfc.gr

 

სალონიკის „პაოკის“ ფეხბურთელმა ნიკა ნინუამ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ნინუას განცხადებით, უნდა, რომ ანდრეა პირლოს დონეზე თამაში მოახერხოს.

„კარგი ორგანიზატორი ვარ, ტექნიკური და სწრაფი თამაში მომწონს. ჩემი ფავორიტი სათამაშო სტილიდან გამომდინარე ანდრეა პირლო გახლავთ და მინდა მის დონეზე ვითამაშო. დიდი პატივია ასეთ დიდ გუნდში მოხვედრა, მოუთმენლად ველოდებით ტიტულების მოგებას, რომელშიც იმედია გუნდს დავეხმარები. ადაპტაციისთვის ვფიქრობ, რომ ორ კვირაზე მეტი არ დამჭირდება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მალე ფორმაში ვიყო“ – თქვა ნინუამ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „პაოკთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 32-ნომრიანი მაისური მოირგო.

 

წყარო – top-highlights.gr

 

მაიკლ ოუენმა ყოფილი თანაგუნდელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა