კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიკა კვეკვესკირი “ტობოლის” ერთ-ერთი საუკეთესო “ასისტენტია”. ქართველი ნახევარმცველის სეზონის სტატისტიკა

კვკვესკირი

Image source: FC Tobol

 

ტობოლისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი ყაზახური კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია საგოლე პასების შესრულებით.

ტობოლის” ოფიციალურ გვერდზე წარმოდგენილია ქართველი ლეგიონერის სეზონის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ნიკამ ყაზახეთის ჩემპიონატის  2019/20 წლების სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, რამდენიმე მატჩი კი ტრავმის გამო გაუცდა. კვეკვესკირმა ორი გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

Instat სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მისი საუკეთესო მატჩი გახლავთ გასვლითი შეხვედრა “აკტობეს” წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში “ტობოლმა” მინიმალური ანგარიშთ გაიმარჯვა, ნიკამ კი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

წყარო – fctobol.kz

 

“რუბინმა” ზურიკო დავითაშვილს სამშობლოში საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიულოცა