კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნიკა კვეკვესკირი: “რთულია, როდესაც თანაგუნდელის აცრემლებულ თვალებს უყურებ”

ნიკა კვეკვესკირის მატჩისწინა კომენტარი

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ცეცხლი უკიდიათ თამაშამდე იმდენად დიდი მოლოდინი აქვთ.

“ყველა ჩვენგანისთვის ოცნების თამაშია, ამიტომ არ სჭირდება იმას ახსნა, გუნდში როგორი განწყობაა. გვინდა წარმატებას თითოეული ქართველისთვის მივაღწიოთ. კვარაცხელიას და შენგელიას დანაკლისი სამწუხაროა, ჩვენ ეს ამბავი უფრო ადრე გავიგეთ, ვიდრე თქვენ და რთულია, როდესაც თანაგუნდელის ცრემლებს უყურებ, რომელიც ოცნების თამაშს კორონავირუსის გამო ვერ ითამაშებს. თუმცა, გარკვეულწილად ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, რადგან ასეთი პერიოდია. ამ ორი ფეხბურთელის გარდა ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ანანიძე, მჭედლიძე, ყველა ფეხბურთელი, რომელმაც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა, რომ აქამდე მოვსულიყავით. თუმცა, ვლადიმირ ვაისის ხელში გუნდის მთავარი პლიუსი ყოველთვის არის გუნდური სულისკვეთება და ამ დანაკლისის კომპენსირება შესაძლებელია ფსიქოოლოგიური განწყობით და გუნდურობით.
შემიძლია გითხრათ, რომ ცეცხლი გვიკიდია. ფეხბურთელი თამაშის წინ მუდამ ნერვიულობს, მითუმეტეს ახლა, მაგრამ როდესაც თამაში იწყება, ნერვიულობა ქრება. მადლობა გულშემატკივრებს, სოციალური ქსელიდან დისტანციურად ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას. მადლობა ბელარუსთან გამხნევებისთვის და საოცარი პერფორმანსისთვის. ყველაფერს ვიზამთ, რომ ხვალ გავიმარჯვოთ და სიხარულით ყველაფერი დავანგრიოთ“, – განაცხადა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

ვლადიმირ ვაისი: “დარწმუნებული ვარ თამაშის შემდეგ ყველა ბედნიერები ვიქნებით”