კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში მოხვდა (ფოტო)

ნიკა კვეკვესკირი ტურის სიმბოლურში

Image source: lechpoznan1922 ინსტაგრამის გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც პოზნანის „ლეხში“ ნიკა კაჭარავასთან ერთად თამაშობს, ვარშავას „ლეგიასთან“ ფრედ 0:0 დასრულებულ მატჩში შესანიშნავად ითამაშა.

ექსტრაკლასას 24-ე ტურის სიმბოლური გუნდი

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვეკვესკირი „ლეხში“ მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა. მან ახალ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა და გოლი ჯერ არ აქვს გატანილი.

 

 

 

 

წყარო – ekstraklasa.org

 

 

 

 

 

 

 

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა