კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნიკა კვეკვესკირი: “მზად ვარ “ტობოლში” დიდი ხანი ვითამაშო” (ვიდეო)

Image source: Tobol TV

 

კორონავირუსის პანდემიის გამო ყაზახეთის ჩემპიონატი 16 მარტიდან შეწყვეტილია. პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში ლუკა ზარანდიას 2 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა 2 თამაში ჩაატარეს და გოლი არ გაუტანიათ.

ნიკა 2017 წლის გაზაფხულიდან ყაზახური გუნდის ღირსებას იცავს. ის ყაზახურ გუნდში თავის გამოსვლებზე ისაუბრა.

“მზად ვარ “ტობოლში” დიდი ხანი ვითამაშო. ჩემთვის აქ ძალიან კარგია, ქალაქში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ წყნარია, მშვიდი და ასევე უსაფრთხო. ჯერჯერობით აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ – ეს ფაქტია” , – აცხადებს ნიკა კლუბის ოფიციალურ საიტთან ჩაწერილ ინტერვიუში.

 

 წყარო – fctobol

 

 

საქართველოს რაგბის კავშირმა გელა აფრასიძის მიერ დადებული საოცარი ლელო გაიხსენა (ვიდეო)