კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიკა კვეკვესკირი “ძალიან დაძაბული მატჩების სერია გველოდება”

საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის “ტობოლის” ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა გუშინდელი შეხვედრა შეაფასა.

“როგორც მოველოდით, ძალიან რთული მატჩი გაოდგა. “ჟეტისუ” ძალიან მომწონს ტაქტიკური თვალსაზრისით. ძალიან კარგი თავდაცვა აქვთ და ხშირად დაცვის ხაზიზ გარღვევა შეუძლებელიცაა. ამის მიუხედავად სტანდარტიდან შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, რომელიც გამოვიყენეთ. მატჩი ცვალებადი უპირატესობით წარიმართა.

ამ მატჩიდან დაწყებული ძალიან რთული მატჩების ციკლი გველოდება, რომელიც გაგრძელდება “ასტანასთან” შეხვედრით, შემდეგ ევროთასები, შემდეგ კი – უშუალო კონკურენტების წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ქულა და უნდა ვეცადოთ არ დავკარგოთ.

მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც 90 წუთის მანძილზე მხარი დაგვიჭირეს, – განაცხადა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზახეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში “ტობოლმა” “ჟეტისუ1:0 დაამარცხა, ნიკა კვეკვესკირმა კი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

წყარო – საფეხბურთო კლუბი “ტობოლი”

ნიკა კვეკვესკირის საგოლე პასი და “ტობოლის” მოგება ყაზახეთში (ვიდეო)