კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნიკა კენჭაძემ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მორიგი მედალი მოუტანა (ვიდეო)

ნიკა კენჭაძე ბრინჯაოს დაეუფლა

Image source: uww.org

 

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მედლით დასრულდა.

79კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკა კენჭაძემ მესამე ადგილი დაიკავა. ნიკა ასპარეზობაში 1/8-ფინალიდან ჩაება, სადაც რუმინელი მაქსიმ ვასილიოგლო 5:2 დაამარცხა, ამას მოჰყვა მორიგი გამარჯვება 1/4-ფინალში, სადაც ბერძენი გეორგიოს კუგიოუმციდისი 9:5 დაამარცხა. ნახევარფინალში ნიკამ დასანანი მარცხი იწვნია ირანელ მოჰამად აშგარ ნოხოდილარიმისთან – 5:6. კენჭაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი სომხეთის წარმომადგენელი არმან ავაქიანი დაამარცხა – 10:0.

 

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) დაასრულა.

 

 

წყარო – uww.org

 

 

ნიდერლანდების ერედივიზიეს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური ნაკრები (ფოტო)