კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიგერიელი ფეხბურთელი გაიტაცეს და 4 საათი მანქანის საბარგულში ჰყავდათ

ობოდო გაიტაცეს

Image source: Tv360 Nigeria

 

ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ობოდო გატაცებული ჰყავდათ. ინციდენტი ნიგერიის ქალაქ ვარიში მოხდა. 36 წლის ნახევარმცველი გატაცების დეტალებზეც საუბრობს.

„არ მესმის რატომ უნდა მაიძულონ ამ სიტუაციაში ცხოვრება. 4 საათი მანქანის საბარგულში გავატარე, სიცხეში. მათ მითხრეს, რომ ნიგერიის ნაკრებზე ფსონი დადეს და ფული წააგეს, მაგრამ მე არ მემუქრებოდნენ“ – თქვა ობოდომ.

ის მეორედ გაიტაცეს, პირველად 2012 წელს და 150 ათას ევროს ითხოვდნენ, მაგრამ მისი დახსნა მოახერხეს.

კრისტიან ობოდოს საუკეთესო პერიოდი იტალიურ გუნდებში „პერუჯაში“, „ფიორენტინაში“, „უდინეზეში“ და „ლეჩეში“ თამაშობდა.

 

წყარო – Twitter

 

სენსაციური ტრანსფერი? სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში გადავიდეს