კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნიდერლანდურ კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას გადმობირება სურს

ხვიჩა კვარაცხელიათი აიაქსიც დაინტერესდა

 

“აიაქსს” ყაზანის “რუბინის” ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას გადმობირება სურს. რუსული გამოცემის ინფორმაციით, 20 წლის ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლეს დღეებში “აიაქსის” სპორტულ დირექტორის, მარკ ოვერმარსს შეხვდება.

“აიაქსი” დაინტერესებულია ხვიჩას გადმობირებით და ეს ზაფხულს შეეცდება. უფრო ადრე კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესებულნი არიან “ინტერი”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი”, “ატალანტა” და “ნაპოლი”.

რუსული პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩას 22 მატჩი აქვს ჩატარებული, 4 გოლია და 4 საგოლე გადაცემაა მის ანგარიშზე.

 

წყარო- sport-express.ru

 

ოფიციალურად: “სამგურალი” მთავარი მწვრთნელი და მისი თანაშემწემ დატოვეს