კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნეიმარს “ლიონის” ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიაყენა (ვიდეო)

ნეიმარმა ტრავმა მიიღო

Image source: Getty images

 

საფრანგეთის ლიგა 1-ში „პსჟ-მ“ „ლიონთან“ წააგო და ლიდერობა დაკარგა. თუმცა, ამ მატჩში პარიზელთათვის  უფრო უარესიც მოხდა.

მსაჯის კომპენსირებულ დროში „ლიონის“ ფეხბურთელმა ტიაგო მენდესმა მის წინააღმდეგ იუხეშა და ბრაზილიელს სერიოზული ტრავმა მიაყენა.

ნეიმარმა მოედანი მხოლოდ საკაცით დატოვა და დიდი შანსია, რომ ტრავმა ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, შეიძლება მან რამდენიმე თვე ვერ ითამაშოს.

ტიაგო მენდესი ამ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს, ხოლო „პსჟ“ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დაქვეითდა.

 

წყარო – Eurosport

 

“ბარსელონას” ლიონელ მესიმ მოაგებინა (ვიდეო)