კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნეიმარის ვარჯიში ძაღლებთან ერთად (ვიდეო)

Image source: Neymar Jr Instagram

 

ბრაზილიის ნაკრებისა და “პსჟ“-ს თავდამსხმელი ნეიმარი საკუთარი სახლის ეზოში ვარჯიშს აგრძელებს. სავარჯიშო პროცესს შეუერთდნენ ასევე მისი ძაღლები.

საინტერესოა, რომ ვიდეოს დასაწყისში ვხედავთ მესამე ძაღლს, რომელიც თითქოს მცირე ინტერესსაც არ გამოხატავს იმაზე, თუ რას აკეთებს მისი პატრონი იმ მომენტში.

საფრანგეთის ჩემპიონატის შეჩერებულ სეზონში ნეიმარმა 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. ნეიმარისა და “პსჟ“-ს კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულს იწურება. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელის ტრანსფერით დაინტერესებულია “ბარსელონა“. ნეიმარის სატრანსფერო ღირებულება 160 მილიონ ევროდ ფასდება.

წყარო – Neymar Instagram

QUIZ. გამოიცანი “ბარსელონას” ტრანსფერი სატრანსფერო ღირებულების მიხედვით