კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“NBA-ში თამაში მინდა!” – თორნიკე შენგელიამ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში დაბრუნებაზე ისაუბრა

Image source: Saski Baskonia

 

NBA-ს ოფიციალური საიტის ესპანუროენოვანმა ვერსიამ გამოარჩია კალათბურთელები, რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში დაბრუნება ან გადასვლა შეუძლიათ. მათ შორის მოიხსენიეს “ბასკონიას” ქართველი ლიდერი, თორნიკე შენგელია.

28 წლის შენგელია სპორტული ფორმის პიკზეა. ქართველი მძიმე ფორვარდი კლუბის აბსოლუტური ლიდერია და ნამდვილი ევროპული ვარსკვლავია.

“მას მებრძოლი სული აქვს და მუდამ ბოლომდე იხარჯება. შენგელიას აქვს საუკეთესო სტატისტიკა – 18.0 ქულა, 6.2 მოხსნა და 20.1 მარგი ქმედების კოეფიციენტი, სროლის პროცენტი – 42% ტრიპლები და საჯარიმოები – 75.4%. შენგელია აკონტროლებს “ბასკონიას” თამაშის ტემპს და ფარის ქვეშ დომინირებს. ქართველს აქვს უნიკალური თვისებები და შესაძლოა ისევ NBA-ში დაბრუნდეს”, – ნათქვამია es.nba.com ვებ გვერდზე.

თავად შენგელია თავისთავად ოცნებობს NBA-ში დაბრუნებაზე.

“რაც კალათბურთს ვთამაშობ, NBA-ში ყოფნაზე ვფიქრობ. მაგრამ მარტო იქ ყოფნა საკმარისი არაა. მე NBA-ში თამაში მინდა! დაბრუნებისთვის საჭიროა სწორი დრო და სწორი ადგილი. “ბასკონიაში” თავს ვგრძნობ, როგორც მეორე სახლში. მიღწეულით არ ვკმაყოფილდები და მუდამ ვცდილობ მოვუმატო. NBA-ის გუნდები სულ უფრო ენდობიან და უფრო აგრესიულები არიან ევროპელი მოთამაშეების დამატებაზე”, – განაცხადა ქართველმა კალათბურთელმა Eurohoops-თან ინერვიუში.

წყარო – es.nba.com , Eurohoops

გიორგი მაკარიძე პორტუგალიაში თვის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს (ფოტო)