კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

NBA: რა შედეგი აჩვენა გოგა ბითაძემ “პეისერთან” მე-11 მოგებულ მატჩში (ვიდეო)

Image source: Goga Bitadze ფეისბუკ გვერდი

 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ის მე-17 მატჩში “იუტა ჯაზს” უმასპინძლა და 19-ქულიანი სხვაობით – 121:102 დაამარცხა.

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 11:32 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა მიითვალა.

ინდიანელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ტი ჯეი უორენი და დომანტას საბონისი იყვნენ, რომლებმაც შეხვედრა 23 ქულით დაასრულეს.

ამ გამარჯვების შემდეგ “პეისერსს17 მატჩში 10 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. ნეიტ მაკმილანის გუნდი მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს, საკუთარ არენაზე “ატლანტა ჰოუკსის” წინააღმდეგ გამართავს.

Indiana 121:102 Utah

Highlights vs Utah Jazz11:32 წუთი, 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი 🇬🇪Min 11:32, Pts 3, Reb 4, Ast 2 🏀

Gepostet von Goga Bitadze am Mittwoch, 27. November 2019

 

წყარო – nba.com

 

ევროპა ლიგა: გიორგი ქვილითაია “სენტ-ეტიენთან” შეხვედრისთვის ემზადება (ფოტო, ვიდეო)