კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

NBA: გოგა ბითაძემ პირველად “პეისერსის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და გუნდთან მესამე გამარჯვება იზეიმა (ვიდეო)

Image source: NBAballislife twitter

 

NBA-ში 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა.

ეს “ჩიკაგო ბულსთან” შეხვედრაში მოხდა, რომელიც ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” 108:95 ანგარიშით დაამარცხა წარმატებული სერია 3-დე გაზარდა.

გოგამ მოედანზე 18:57 წუთი და მისი მონაგარი 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება იყო. ინდიანელთ რიგებში საუკეთესო ტი ჯეი ვორენი იყო 26 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით.

3 მარცხის შემდეგ “პეისერსმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 6 ნოემბერს, სტუმრად, “შარლოტ ჰორნეტსთან” ჩაატარებს.

 

გოგა ბითაძის მომენტები “ჩიკაგო ბულსთან” შეხვედრაში.

 

წყარო – FreeDawkins

ოფიციალურად: მიუნხენის “ბაიერნმა” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა