კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

NBA: გოგა ბითაძემ 8 წუთზე ნაკლები გაატარა პარკეტზე “მემფისთან” მოგებულ მატჩში (ვიდეო)

Image source: Indiana Pacers ტვიტერის გვერდი

 

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ის მორიგ მატჩში “მემფის გრიზლისს” უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით – 126:114 დაამარცხა.

ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 7:24 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. (ვიდეო)

ინდიანელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ტი ჯეი უორენი იყო, რომელმაც შეხვედრა 26 ქულით, 4 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემა დაასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ “პეისერსს16 მატჩში 10 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. ნეიტ მაკმილანის გუნდი მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს, საკუთარ არენაზე “იუტა ჯაზს” წინააღმდეგ გამართავს.

 

წყარო – Goga Bitadze

 

თორნიკე შენგელია ათი ტურის შემდეგ ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელია! (ფოტო)