კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნაცუ ბაშოს მეცხრე დღე: ტოჩინოშინის წარუმატებელი სერია გრძელდება (ვიდეო)

ტოჩინოშინმა მეშვიდედ დამარცხდა

Image source: Getty Images

 

ნაცუ ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე მიოგირიუ იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 3 მოგება – 6 წაგება.

ქართველი მაეგაშირა მიოგირიუსთან ბრძოლაში იორიკირით დამარცხდა. მეცხრე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 2 მოგება და 7 წაგება.

ხვალინდელ ბრძოლაში მე-7 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-13 მაეგაშირა დაიამამი იქნება.

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

 

 

 

 

ნაცუ ბაშო: თუ როგორ მეორედ გაიმარჯვა ტოჩინოშინმა მეექვსე დღეს (ვიდეო)