კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნაცუ ბაშოს მესამე დღე: ტოჩინოშინის რიგით მეორე მარცხი (ვიდეო)

ტოჩინოშინის მეორე მარცხი მესამე დღეს

ნაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეც ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ცურუგიშო იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 1 მოგება – 2 წაგება. ქართველი მაეგაშირა ცურუგიშოსთან ბრძოლაში იორიკირით დამარცხდა.

მესამე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 1 მოგება და 2 წაგება.

ხვალინდელ ბრძოლაში მე-12 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.

 

 

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

მე-7 ტურის შემდეგ Sky Sport Austria-მა ოთარ კიტეიშვილი გამოარჩია (ფოტო)