კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნაცუ ბაშოს მეხუთე და ისევ წარუმატებელი საშეჯიბრო დღე ლევან გორგაძისთვის (ვიდეო)

ტოჩინოშინმა ონოშოსთან მარცხი განიცადა

 

ნაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ონოშო იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 4 მოგება – 1 წაგება. ქართველი მაეგაშირა ონოშოსთან ბრძოლაში ჰიკიოტოშით დამარცხდა.

მეხუთე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 1 მოგება და 4 წაგება.

ხვალინდელ ბრძოლაში მე-7 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-9 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება.

 

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

 

 

 

ნაცუ ბაშოს მეოთხე და წარუმატებელი საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის (ვიდეო)