კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნაცუ ბაშო: თუ როგორ მეორედ გაიმარჯვა ტოჩინოშინმა მეექვსე დღეს (ვიდეო)

ტოჩინოშინმა მე-2 გმარჯვება მოიპოვა

Image source: Getty Images

 

ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე კაგაიაკი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 2 მოგება – 4 წაგება. ქართველი მაეგაშირა კაგაიაკისთან ბრძოლაში იორიკირით გაიმარჯვა.

მეექვსე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 2 მოგება და 4 წაგება.

ხვალინდელ ბრძოლაში მე-7 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ენდო იქნება.

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

 

 

 

ნაცუ ბაშოს მეხუთე და ისევ წარუმატებელი საშეჯიბრო დღე ლევან გორგაძისთვის (ვიდეო)