კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნაცუ ბაშო: ტოჩინოშინის მე-10 დღე და მე-9 გამარჯვება (ვიდეო)

ნაცუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისთვის ისევ წარმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე მიტაკეუმი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 6 მოგება – 4 წაგება.

ქართველი სეკივაკე მიტაკეუმისთან ბრძოლაში ისევ იორიკირით გაიმარჯვა.

მე-10 საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 9 მოგება და 1 წაგება.

ხვალ, ქართველი სეკივაკეს მეტოქე მე-4 მაეგაშირა აბი იქნება, ხოლო მისი მოგება-წაგების ბალანსი ჯერ ასე გამოიყურება – 6 მოგება და 4 წაგება.

ნაცუ ბაშო: დღეს ტოჩინოშინმა ბრძოლის გარეშე მე-8 გამარჯვება იზეიმა