კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნაცუ ბაშო: ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირას ვერ გაუმკლავდა (ვიდეო)

ტოჩინოშინის მეორე მარცხი ნაცუ ბაშოზე

Image source: Getty Images

 

ნაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ტაკარაფუჯი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 2 მოგება – 1 წაგება. ქართველი მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან ბრძოლაში ოშიდაშით დამარცხდა. მესამე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 1 მოგება და 2 წაგება.

ხვალინდელ ბრძოლაში მე-7 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ჰიდეონუმი იქნება.

 

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

 

 

 

 

ნაცუ ბაშოს მეორე დღე: ტოჩინოშინმა არცთუ ისე იოლად ცურუგიშო დაამარცხა (ვიდეო)