კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ნაპოლის” შესაძლოა “იუვენტუსთან” ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს

ნაპოლი ტურინში არ წავიდა

Image source: sky sport

 

„ნაპოლის“ ფეხბურთელები ტურინში „იუვენტუსთან“ თამაშზე არ გაუშვეს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, კორონავირუსის საფრთხის გამო ნეაპოლელი ფეხბურთელები ორი კვირით კარანტინში გადაიყვანეს.

გუნდში ამჟამად მხოლოდ ორი შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ეს განგაშის საფუძველი მაინც გახდა.

„იუვენტუსმა“ კი საკუთარ ვებგვერდზე დაწერა, რომ მზადაა მოედანზე გავიდეს და მეტოქეს ელოდება.

იტალიაში კორონავირუსთან არსებული პროტოკოლით გუნდს თუ 13 ფეხბურთელის შეგროვება შეუძლია, ვალდებულია ითამაშოს. თუ აე არ იქნება, ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვლება. „ნაპოლის“ ბედი ჯერ გაურკვეველია – შეიძლება წაგება ჩაეთვალოს ან მატჩი გადაიდოს.

 

წყარო – Twitter

 

“მანჩესტერ სიტიმ” ისევ ვერ მოიგო და კრიზისშია (ვიდეო)