კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ნაპოლიმ” ზედიზედ მე-7 თამაში ვერ მოიგო, გატუზოს წარუმატებელი დებიუტი (ვიდეო)

Image source: Football Fans Trible

 

იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზოს დებიუტი შედგა, თუმცა წარუმატებელი.

ნეაპოლელებმა მე-16 ტურში „პარმას“ უმასპინძლეს და მოულოდნელად მარცხი განიცადეს – 1:2. სტუმრები მეოთხე წუთზე კულუსევსკიმ დააწინაურა, რასაც არკადიუშ მილიკმა უპასუხა მეორე ტაიმის შუაში.

მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე ჟერვინიომ „პარმა“ კიდევ ერთხელ დააწინაურა და გატუზომ ახალი მოღვაწეობა წარუმატებლად დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ უკვე ზედიზედ 7 თამაშია არ მოუგია და 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.

„ნაპოლი“ – „პარმა“ 1:2

გოლები: 0:1 კულუსევსკი (4), 1:1 მილიკი (64), 1:2 ჟერვინიო (90)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“ბარსელონამ” “ელ კლასიკოს” წინ ქულები დაკარგა (ვიდეო)