Image source: Getty images
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ „რომას“ უმასპინძლა და 4:0 აჯობა. ეს მატჩი მასპინძლებმა დიეგო მარადონას მიუძღვნეს.
„ნაპოლიმ“ არგენტინის ნაკრების მსგავსი მაისურებით გავიდნენ, დიეგოს პატივსაცემად. შეხვედრამ ჯენარო გატუზოს გუნდის დიდი უპირატესობით ჩაიარა და ადვილად მოიგო. ანგარიში ლორენცო ინსინიემ გახსნა, რომელმაც გოლი მარადონას მიუძღვნა და მისი 10-ნომრიანი მაისური დაიჭირა ხელში.
მეორე ტაიმში ნეაპოლელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს. თავი ფაბიან რუისმა, დრის მერტენსმა და მატეო პოლიტანომ გამოიჩინეს.
„ნაპოლიმ“ 17 ქულა დააგროვა, ამდენივე ქულა აქვს „რომას“ და ისინი „იუვენტუსთან“ ერთად მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.
„ნაპოლი“ – „რომა“ 4:0
გოლები: 1:0 ინსინიე (31), 2:0 ფაბიან რუისი (64), 3:0 მერტენსი (81), 4:0 პოლიტანო (86)
წყარო – Napoli
ვიდეობი
ფოტოები