კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ნაპოლიმ” ისევ ყურადღება გიორგი ჩაკვეტაძეზე გადმოიტანა. ტრანსფერი იანვარში იგეგმება

Image source: Getty Images

 

წამყვანი იტალიური საფეხბურთო კლუბი “ნაპოლი” საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს გარკვეული პერიოდის მანძილზე აკვირდებოდა.

გამოცემა eurocalciomercato-ს ინფორმაციით, ახლა, როდესაც კლუბში მწვრთნელის ცვლილებას ჰქონდა ადგილი და ჯენარო გატუზომ კარლო ანჩელოტის პოსტი დაიკავა, იანვარში “ნაპოლი” სატრანსფერო ბაზარზე რევოლუციურ ინვესტიციებს გაიღებს, რათა ახალი მწვრთნელი გაახაროს.

“კლუბის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელსაც უპირველეს ყოვლისა გეგმებშ აქვთ კარგი ტექნიკური ცენტრალური ნახევარმცველის შეძენა. სწორედ ასეთი მოთამაშეა”გენტის” 20 წლის ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე. “ნაპოლის” ძირითადი მიზანი ურუგვაელი ლუკას ტორეირაა, თუმცა მისი გადმოყვანა საკმაოდ პრობლემატურია, რადგანაც “არსენალს” ფეხბურთელის გაშვება გეგმებში არააქვს. იეს ტორუპის გუნდის 10 ნომერი კი იტალიური კლუბის ყურადღების ცენტრში იყო და დიდია იმის ალბათობა, რომ იანვარში მისი ტანსფერი განხორციელდეს” – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

გიორგი ჩაკვეტაძეს “გენტთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მისი საჭიალო სატრანსფერო ღირებულება 9 მილიონი ევროა, თუმცა თავად ქართველმა ნახევარმცველმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ “გენტი” მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს და ამაზე ნაკლები ფასი მათ არ აკმაყოფილებს.

წყარო – eurocalciomercato.net

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგბით “ლივერპულმა” უნიკალური რეკორდი დაამყარა