კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“მუშაობა ამაზე მიდის” – ზურაბ ხიზანიშვილმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა

ხიზანიშვილმა მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა

 

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმასერენის” ქართველი წარმოშობის, გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის შესახებ თავისი აზრები გააზიარა.

“რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა, რომ მან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს!.. მე პირადად მასთან არ მქონია მოლაპარაკება, მაგრამ ვიცი, რომ ელაპარაკნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვასილ მაისურაძეც დაინტერესებულია ძალიან…

როგორც ვიცი, ამჟამად პრობლემა ის არის, რომ მიქაუტაძეს არ აქვს ქართული პასპორტი. იმედი გვაქვს ყველას, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და ახალგაზრდულ ნაკრებს სლოვაკეთთან რომ დარჩა თამაში, იმ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძეც მიიღებს მონაწილეობას. მუშაობა ამაზე მიდის.” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

წყარო – lelo.ge

 

დავით ხოჭოლავა მადრიდის “რეალთან” შეხვედრისთვის ემზადება