Image source: Anorthosis Famagusta - Official
კვიპროსის ჩემპიონატში ქართველებით დაკომპლექტებულმა „ანორთოსისმა“ „დოქსას“ უმასპინძლა და 3:0 ადვილად დაამარცხდა.
ქართველებს არც გოლი გაუტანიათ და არც საგოლე პასი გაუკეთებიათ, თუმცა შესანიშნავი თამაშით თავი გამოიჩინა მურთაზ დაუშვილმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
აღნიშნულ მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაესწრო. სლოვაკ სპეციალისტს საქმეში “ანორთოსისის” ქართველი ლეგიონერების ხილვა სურდა.
ბუბა დაუშვილი და გიორგი ლორია 90 წუთი იყვნენ მოედანზე, ნიკა კაჭარავა მხოლოდ პირველი ტაიმი, ხოლო ჯანო ანანიძემ 75-ე წუთიდან ითამაშა. ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა 39 ქულა დააგროვა და ლიდერობას ერთპიროვნულად ინარჩუნებს.
ვიდეობი
ფოტოები