კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Mundo Deportivo: ლიონელ მესიმ შესაძლოა “ბარსელონას” სამი შეხვედრა გამოტოვოს

ლიონელ მესიმ შესაძლოა ბარსელონას 3 მატჩი გამოტოვოს

Image source: Getty Images

 

ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ შესაძლოა გუნდის სამი შეხვედრა გამოტოვოს. ამ ინფორმაციას გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

33 წლის არგენტინელი თავდამსხმელი შესაძლოა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის არგენტინის ნაკრებში გამოიძახონ. ამ შემთხვევაში მას ორკვირიან კარანტინში მოუწევს ყოფნა.

სანაკრებო მატჩში მონაწილეობისთვის მესი არგენტინაში კვალიფიკაციამდე ორი კვირით ადრე უნდა ჩაფრინდეს. ამგვარად, მან შესაძლია ლა ლიგაში “ვილიარეალთან“, “სელტასთან” და “სევილიასთან”  მატჩები გამოტოვოს.

არგენტინის ნაკრები 8 ოქტომბერს ეკვადორის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 13 ოქტომბერს ბოლივიას შეხვდება.

წყარო – Mundo Deportivo

რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის სეზონის ფავორიტად დასახელდა