კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“მთელი ამ ხნის მანძილზე შენ გელოდებოდით ლევან!” – “ირტიშის” ფანების რეაქცია, როდესაც ლევან კუტალია გუნდს შეუერთდა

Image source: fcirtysh.kz

 

დინამო თბილისის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირმა, ლევან კუტალიამ პავლოდარის “ირტიშთან” კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

განცხადებაში ყაზახურმა კლუბმა წარმოადგინა ქართველი თავდამსხმელის კარიერულ გზა და წარმატება უსურვა გუნდის ახალწვეულს.

ამ სიახლეს სიხარულით შეხვდნენ “ირტიშის” გულშემატკივრები, რომლებმაც სოციალურ ქსელში კომენტარებში თავიანთი აზრი გააზიარეს.

– “როგორი მოულოდნელობა”

– მანზორო გელოდებით!

– კეთილი იყოს შენი მობრძანება! როგორც იქნა გააცოცხლე თავდასხმის ხაზი! “ირტიშის” თავდამსხმელების გან გოლების ნახვა გვინდა! იმედია მთელი ეს დრო შენ გელოდებოდით ლევან!

– ლევანის “ირტიშში” დამატება სწორი გადაწყვეტილებაა!

– კეთილი იყოს შენი მობრძანება!

– რატომ გვანან ასე ერთმანეთს? : D : D

– 8 წელიწადში 8 სხვადასხვა გუნდი საქართველოს ჩემპიონატში. იქ ყველა გუნდში ითამაშა? ძაააალიან “სტაბილური” მოთამაშეა.

– გილოცავთ! ოღონდ კარისგან აცილებაა და ცუდად თამაში ასეთი გვარით… მე 100-ჯერ დავფიქრდებოდი : D

წყარო – fcirtysh.kz

 

ოფიციალურად: “მგლებმა” ელგუჯა ლობჯანიძე გაიფორმეს