კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები France Football-ის ვერსიით

გამოცემა France Football-მა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე არგენტინელი ლიონელ მესია, რომლის ანგარიშზე წლის განმავლობაში 130 მილიონი ევრო ჩაირიცხა.

მეორეზე 113 მილიონი კრიშტიანუ  რონალდუა, ხოლო შიაში მესამე ნეიმარია, რომელსაც წლის განმავლობაში 91,5 მილიონს უხდიან.

შემდეგ ანტუან გრიზმანი (44 მილიონი) და გარეტ ბეილი (40,2) მილიონი.

დასახელებულ თანხაში ფეხბურთელების ხელფასი, სასპონსორო ხელშეკრულებები, პრემიები და სხვა შემოსავალიც იგულისხმება.

მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან საფეხბურთო მწვრთნელად France Football-ი დიეგო სიმეონეს ასახელებს, რომლის წლიური შემოსავალი 40 მილიონი ევროა.

 

ჯანო ანანიძის პასუხი კრიტიკოსებს (ფოტო)