კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მსოფლიოს ჩემპიონატი ვერცხლის პრიზიორის პოსტი: “გავაგრძელებ შრომას, რათა კიდევ ბევრჯერ ვასახელო ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი”

აბულაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა

Image source: uww.org

 

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამოსვლა 5 მედლით დაასრულა.

ერთადერთ ვერცხლის მედალს დაეუფლა ლერი აბულაძე – 63 კგ წონით კატეგორიაში. აბულაძემ ოქროს მედლისთვის ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

“დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის, გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის.

გავაგრძელებ შრომას, რათა კიდევ ბევრჯერ ვასახელო ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი” – დაწერა ლერი აბულაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლერი აბულაძემ (63 კგ) ვერცხლის მედალი, ხოლო ლაშა გობაძემ (87 კგ), რამაზ ზოიძემ (67 კგ), ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 

 

 

წყარო – Leri Abuladze