კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ხუთი ქართველი იასპარეზებს

 

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს საქართველოს დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ხუთი მოჭიდავე წარადგენს:

  • დათო ჩხარტიშვილი (60 კგ),
  • გიორგი კურტანიძე (67 კგ),
  • რამაზ ზოიძე  (72 კგ),
  • აივენგო რიკაძე (82 კგ),
  • გიორგი მელია (97 კგ).

შეხვედრები 13:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გუშინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ქავჟარაძემ (63 კგ), გურამ ხეცურიანმა (87 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) ფინალში გასვლა მოახერხეს და დღეს ოქროს მედლისთვის იჭიდავებენ. ბექა მამუკაშვილი (77კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან გააგრძელებს. ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ასპარეზობა ადრეულ ეტაპზე დაასრულა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია