კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსნები დაჯილდოვდნენ

გუშინ, “შოთა რუსთაველის” სახელობის თეატრში გაიმართა 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების, ლაშა ტალახაძისა და ესპანელი ლიდია ვალენტინის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპული ფედერაციების, ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, გუნდის წევრები და მათი მწვრთნელები, ლაშა ტალახაძის ოჯახის წევრები.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის ლაურეატებს, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს ლაშა ტალახაძეს და ლიდია ვალენტინის დიდი აღიარება და პლანეტის უძლიერესი ძალოსნის ტიტული მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა რაფაელ ჩიმიშკიანმა, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ტომაშ აიანმა, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ტოჩინოშინი: “მეც ძიუდოისტი ვიყავი და ძიუდოსა და სპორტის მიმართ სიყვარული თქვენთან ერთად ვისწავლე”

  • 6