კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი: “ბევრ ფედერაციაში, მათ შორის მძლეოსნობაში, ეს დიდი პრობლემებს გამოიწვევს”

მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი სებასტიან კოე

Image source: AP Photo

 

მსოფლიო მძლეოსნობის – World Athletics-ის პრეზიდენტის სებასტიან კოეს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაუქმდა, საერთაშორისო სპორტული ფედერაციები სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.

“ოლიმპიური სახეობები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემოსავლების გადანაწილებით მიღებულ თანხებზე არიან დამოკიდებულნი, ეს კი ყველა ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი თანხაა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამავდროულად ამ თანხებზე დამოკიდებულები ვხდებით.

ბევრ ფედერაციაში, მათ შორის მძლეოსნობაში, ეს დიდი პრობლემებს გამოიწვევს”, – განაცხადა კოემ, რომელსაც სჯერა, რომ ოლიმპიური თამაშები 2021 წელს აუცილებლად ჩატარდება.

შეგახსენსებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ IOC-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ პანდემიის გამო ოლიმპიური თამაშების 2021 წელს ჩატარება ვერ მოხერხდა, მაშინ მისი გაუქმება მოუწევთ.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

ეთერ ლიპარტელიანი: “ჩემი მიზანია წარვსდგე ოლიმპიურ თამაშებზე და მოვიპოვო უმაღლესი სინჯის მედალი”