კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ცნობილია კალათა, სადაც საქართველოა და გუნდები, რომელთაც ვერ შეხვდება

საქართველოს ნაკრების კალენდარი

Image source: gff.ge

 

7 დეკემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ნაკრების ჯგუფი გაირკვევა. ჩვენი გუნდი მე-4 კალათაშია და ამ კალათაში მყოფ ნაკრებებთან ერთად ჯგუფში ვერ მოხვდება.

პირველი კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები

მეორე კალათა: შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი

მესამე კალათა: რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდ. ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი

მეოთხე კალათა: ბოსნია, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი

მეხუთე კალათა: სომხეთი, კვიპროსი, ფარერები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა

მეექვსე კალათა: მალტა, მოლდოვა, ლიხტანშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 24 მარტს დაიწყება და 2021 წლის ნეომბრამდე გასტანს. 10 ჯგუფიდნა 5 ექვსგუნდიანი იქნება, ხოლო 5 ხუთგუნდიანი. ფინალურ ეტაპზე პირველადგილოსნები გავლენ, მეორეადგილოსნები კი პლეი-ოფში თამაშის უფლებას მიიღებენ.

 

წყარო – the42.ie

 

კვეკვესკირის წერილი ვაისს: “ჩემთვის ეს იყო სიამოვნება და დიდი პატივი”