კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

„მშვიდობა და სპორტი 2019“: საქართველო ნომინირებულია 2019 წლის პრემიაზე

Image source: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, საქართველო ნომინირებულია საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ 2019 წლის პრემიაზე კატეგორიაში „წლის საუკეთესო ინიციატივა“. გამარჯვებული 12 დეკემბერს, მონაკოში გამოვლინდება.

“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველო ნომინირებულია საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ 2019 წლის პრემიაზე კატეგორიაში „წლის საუკეთესო ინიციატივა“.

გამარჯვებული გამოვლინდება ონლაინ გამოკითხვის შედეგად. ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

www.peace-sport.org

ხმის მისაცემად გახსენით ბმული, მარჯვენა პირველ გრაფაში აირჩიეთ – 4, შეიყვანეთ მონაცემები და დაადასტურეთ – I VOTE. ხმის მიცემა შესაძლებელია 12 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით” , – წერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე.

 

წყარო – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კიუშუ ბაშო: გაგამარუს ზედიზედ მეორე მარცხი (ვიდეო)