კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მსაჯმა მოედანზე ფეხბურთელის სამკურნალოდ შესულ ექიმს ყვითელი ბარათი უჩვენა

Image source: Il Posticipo

 

მალაიზიის 19-წლამდე ნაკრები ტაილანდის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდა და ამ შეხვედრაში საინტერესო ფაქტი მოხდა.

81-ეწუთზე მალაიზიელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მოედანზე სამედიცინო შტაბის წევრებს უხმო. მსაჯმა კი, ერთ-ერთი ექიმი გააფრთხილა – ყვითელი ბარათი უჩვენა.

როგორც არბიტრმა განმარტა, ექიმი ძალიან ნელა მკურნალობდა ფეხბურთელს და სათამაშო დრო შეგნებულად გაჰყავდა.

რა თქმა უნდა, ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად არ ხდება. ფეხბურთელების გაფრთხილება და უკვე მწვრთნელების (მიმდინარე სეზონიდან) ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ექიმის მიერ მიღებული ყვითელი ბარათი მართლაც გამონაკლისია.

 

წყარო – Goal.com

 

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა დანიასთან 0:14 წააგო