კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მოურინიოს გუნდის თავდამსხმელია პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი (ფოტო)

ცნობილია ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ვინაობა

Image source: thesun

 

ცნობილი გერმანული პორტალი Transfermarkt-მა ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების პირობითი ფასები განაახლა. ამ დროისთვის პირველობის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მხოლოდ “ტოტენჰემის” ინგლისელი თავდამსხმელი, ჰარი კეინია – 120 მილიონი ევრო. 20 მილიონი ევროთი გაიაფდა “ლივერპულის” შემტევების სადიო მანესა (100 მილიონი ევრო) და მოჰამედ სალაჰის (110 მილიონი ევრო) სატრასნფერო ფასიც.

 

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება:

 

მეკარე: ალისონი (ლივერპული) – 65 მილიონი ევრო

მცველები: რობერტსონი (ლივერპული) – 70 მილიონი ევრო, ვან დეიკი (ლივერპული) – 70 მილიონი ევრო, დიაში (მანჩესტერ სიტი) – 70 მილიონი ევრო, ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული) – 100 მილიონი ევრო

ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი) – 70 მილიონი ევრო, ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი) – 90 მილიონი ევრო, დე ბრიუინე (მანჩესტერ სიტი) – 100 მილიონი ევრო, მანე (ლივერპული) – 100 მილიონი ევრო, სალაჰი (ლივერპული) – 110 მილიონი ევრო

თავდამსხმელი: კეინი (ტოტენჰემი) – 120 მილიონი ევრო

 

 

წყარო transfermarkt_official

 

 

 

 

 

მადრიდული გუნდის მეკარეა ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი (ფოტო)