კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მოურინიომ გვარდიოლას მოუგო, “სიტი” “ლივერპულს” 22 ქულით ჩამორჩა (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის გაიმართა.

განსაკუთრებულ ინტერესს ტრადიციული მეტოქეების, ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას დუელი იწვევდა. პორტუგალიელმა ესპანელი დაჯაბნა და დამსახურებულად დაამარცხა.

„სიტის“ დაწინაურება პირველი ტაიმის ბოლოს შეეძლო, მაგრამ ილქაი გუნდოგანმა პენალტის გატანა ვერ მოახერხა. გერმანელს უგო ლორისმა აჯობა. აღსანიშნავია, რომ „სიტიმ“ კიდევ ერთხელ გააცუდა თერთმეტმეტრიანი, რაც მიმდინარე სეზონში ძალიან ხშირად მოხდა.

მეორე ტაიმში კი, შანსის განიავებისთვის სტუმრები დაისაჯნენ. „მამლების“ დებიუტანტმა სტივენ ბერგვინმა ანგარიში გახსნა, ხოლო ჰონ-მინ სონმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

„ტოტენჰემი“ ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა, ხოლო „სიტი“ ლიდერ „ლივერპულს“ უკვე 22 ქულით ჩამორჩება.

„ტოტენჰემი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:0

გოლები: 1:0 ბერგვინი (63), 2:0 სონი (71)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

საბა ლობჟანიძის უიღბლობა – ქართველმა სადებიუტო მატჩში ბურთი ძელს ორჯერ მოარტყა (ვიდეო)