კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მოურინიო: “იმ გუნდის ფორმით მძინავს, რომელშიც ვმუშაობ”

Image source: Tottenham Hotspur

 

ჟოზე მოურინიომ ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგინეს. პორტუგალიელმა ჟურნალისტების კუთხვებს უპასუხა და ტრადიციულად საინტერესო პასუხები ჰქონდა.

„ტოტენჰემზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგებამ ნეგატიური გავლენა იქონია? ვერ გეტყვით, არ ვიცი, რადგან მე არასდროს წამიგია ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

დიახ, ვთქვი, რომ „ტოტენჰემში“ არასდროს ვიმუშავებდი, მაგრამ ეს იყო მაშინ, როდესაც „ჩელსის“ მწვრთნელი ჯერ კიდევ ვიყავი.

მიზანი რა თქმა უნდა პრემიერლიგის მოგებაა. წელს არა, მაგრამ შემდეგი სეზონიდან მოგება შეგვიძლია. საუკეთესო საჩუქარია იმ ფეხბურთელების ყოფნა, რომლებიც აქ არიან. მე არ მჭირდება ახალი ფეხბურთელები, მხოლოდ უკეთ გაცნობაა საჭირო, მე ვუთხარი ფეხბურთელებს აქ მათთვის მოვედი.

ვფიქრობ, რომ მე ვარ სინიორ „პორტუ“, სინიორ „რეალი“, სინიორ „ინტერი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერი“. მე ვარ კლუბი, სადაც გარკვეულ მომენტში ვმუშაობ. მაცვია და ვიძინებ ჩემი გუნდის პიჟამოს. მე გუნდის კაცი ვარ, მაგრამ არა ბევრი გუნდის“ – თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ლონდონში 2023 წლის ზაფხულამდე იმუშავებს და სეზონში 17.5 მილიონ ევროს მიიღებს.

 

წყარო – Goal.com

 

ლეიკიმია დამარცხებულია: სინიშა მიხაილოვიჩი უკვე “ბოლონიის” ტექნიკურ ცენტრშია (ფოტო)