კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მოსკოვის “ცსკა” ცენტრალური მცველის პოზიციაზე გია გრიგალავას მოიაზრებს

Image source: livesport

 

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვის “ცსკა” ცენტრალური მცველის ძებნაშია და რამოდენიმე ვარიანტს განიხილავს.

“მოსკოვური კლუბი გამოცდილ ცენტრალურ მცველს ეძებს და უპირატესად რუსული პასპორტის მქონეს. თუმცა, მანკოვი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს იქნება 30 წლის ანდრეი სემიონოვი “ახმატიდან” ან მისი თანატოლი გია გრიგალავა ტურლის “არსენალიდან”. ორივე ეს ფეხბურთელი თავიანთ ეროვნულ გუნდებში თამაშობენ”, – წერს zen.yandex.ru.

გრიგალავამ რუსეთის ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ტულის “არსენალი” სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, ხოლო “ცსკა” – მე-4.

transfermarkt.com-ის მიხედვით ქართელი ლეგიონერის სატრანსფერო ღირებულებაა 2.5 მილიონი ევრო.

წყარო – zen.yandex.ru

გოგა ბითაძის მატჩს პიკე და შაკირა დაესწრნენ (ფოტო)