კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი მწვრთნელი: “კვირკველიას არყოფნამ “ლოკომოტივის” შედეგზე იმოქმედა”

Image source: FC Lokomotiv

 

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ბორის იგნატევმა სეზონის პირველ ნახევარში მოსკოვური კლუბის გამოსვლა შეაჯამა და ქართველი მცველის, საბა კვირკველიას შემადგენლობაში არყოფნასაც შეეხო.

“საერთო ჯამში “კოკომოტივის” გამოსვლა შემიძლია წარმატებულად შევაფასო. გუნდის თამაშის დონე და შედეგები ჩემთვის სავსებით მოსალოდნელი იყო. ნეგატივი, რომელიც იყო, ჩემპიონთა ლიგის მატჩებს უკავშირდება. “ლოკომოტივი” საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარიანი კლუბი არ არის. გვინდა, მაგრამ როგორც ვხედავთ, არ შეგვიძლია. საკადრო რესურსი გვაკლია. არ გვყოფნის საკმარისი ფეხბურთელები, რომლებიც სათანადო შემცვლელები იქნებოდნენ. ამასთანავე, გუნდს დიდი დანაკლისი ჰქონდა მირანჩუკის, ფარფანის, მარინის და კვირკველიას სახით. ეს შედეგზეც აისახა”, – განაცხადა იგნატევმა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ქათველმა მცველმა ამ სეზონში მოსკოვური კლუბის მაისურით სულ რამდენიმე მატჩი ჩაატარა.

წყარო – euro-football.ru

რუსული გამოცემა – “საბა კვირკველია გაზაფხულზე გაბრწყინდება”