კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მოსკოვის “დინამოს” მწვრთნელი: “სერიოზული მეტოქე გვყავს, პოლიტიკასთან საერთო არ გვაქვს”

კირილ ნოვიკოვის კომენტარი ლოკომოტივთან მატჩზე

Image source: dinamo moscow

 

მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა თბილისის ლოკომოტივთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა. რუსმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია ჩაატარა.

თბილისში ჩამოსვლით მოხარულები ვართ. სერიოზული მეტოქე გვყავს და რთული იქნება, მაგრამ იმედია მოვიგებთ. მეტოქეზე სრული ინფორმაცია გვაქვს, ვიცით დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ.

არ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია. პოლიტიკა არაფერ შუაშია, აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ. მამაჩემმა საქართველოზე ბევრი რამ მიამბო, მათ შორის ის, რომ მოსკოვის „დინამო“ ევროტურნირის მატჩებს თბილისშიც ატარებდა და სტადიონი ივსებოდა. ფეხბურთი მაყურებლისაა და სასიამოვნოა სავსე სტადიონზე თამაში. დარწმუნებული ვარ, ხვალაც გაივსებოდა ამის შანსი რომ იყოს. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს თამაში.

საქმეს მშვიდად ვაკეთებთ. ჩვენი მიზანია ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და რუსეთის პრემიერლიგაში ლიდერებს შორის ყოფნა“ – თქვა ნოვიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩი 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

 

აბურჯანიამ “ტვენტესთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ესპანეთში გადასვლა გადაწყვეტილია