კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მოსკოვის “დინამოს” მწვრთნელი: “დაცვაში საშინლად ვითამაშეთ და ამიტომ წავაგეთ”

მოსკოვის დინამოს მწვრთნელის კომენტარი

Image source: dinamo moscow

 

მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა „ლოკომოტივთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა,მისმა გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი გაანიავა.

„უპირატესობას ვფლობდით, „ლოკომოტივმა“ თავისი კოზირები გამოიყენა, დაცვაში კომპაქტურად ითამაშა და შეტევაში სწრაფად მიდიოდა, მაქსიმუმი გამოადნეს. ჩვენ საგოლ მომენტები ვერ გამოვიყენე და დაცვაში საშინლად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, მეტოქის შეუფასებლობას ადგილი არ ჰქონია, როგორც ვთქვი, „ლოკომოტივი“ სერიოზული გუნდია, რომელიც შეტევაში სწრაფად გადადიოდა. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ მეტოქე არ დავაფასეთ.

ბევრი საგოლე მომენტი და დაცვაში ბევრი შეცდომა, რომელთა ნაწილი ჩვენით დავუშვით, ნაწილი მოწინააღმდეგ გვაიძულა, ეს არის წაგების მიზეზი“ – აღნიშნა ნოვიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე „გრანადას“ შეხვდება.

 

ჭიაბრიშვილი: “ვამაყობ, რომ ხალხის გახარება შევძელით და დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ”