კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მორის ყვითელაშვილის დიდი წარმატება – ვერცხლის მედალი მოსკოვის გრან პრიზე

ყვითელაშვილი ხუთეულში

Image source: figureskatinggeorgia

 

მოსკოვის გრან პრიზე ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა შესანიშნად იასპარეზა და მეორე ადგილზე გავიდა. ყვითელაშვილი გუშინ მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყო, დღეს კი საბოლოო შედეგებით მხოლოდ რუს მიხაილ კოლიადას ჩამორჩა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მორისმა თავისუფალ პროგრამაში 176.24 ქულა აიღო, ხოლო მოკლე პროგრამაში 99.56 ქულა. საბოლოო ჯამში მან 275.80 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ მორის ყვითელაშვილმა მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

 

 

წყარო – instagram.com

 

მიუნხენის “ბაიერნმა” სენსაციურად ვერ მოიგო და ქულები დაკარგა (ვიდეო)