კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მოგება და მარცხი ავსტრალიაში. ეკო გორგოძისა და მარიამ ბოლქვაძის შედეგები

Image source: Instagram - Eko Gorgodze/Mariam Bolkvadze

 

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიურ ბენდიგოში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს.

25 ათასიანი ტურნირის სტარტი წარმატებული გამოდგა 28 წლის გორგოძისთვის, რომელმაც ავსტრალიელი მეტოქე ბელინდა ვოლკოკი 3 სეტში (3:6, 6:4, 7:6 [7:1]) დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა. მისი მომდევნო მეტოქე მენდი მინელა იქნება. წყვილთა თანრიგში კი ეკო უნგრელ მეწყვილე რეკა-ლუკა იანთან ერთად ბრძოლაში 1/4-ფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. მათი მეტოქეები ესპანელები ევა გერერო ალვარეზი და ნურია პარიზას-დიაზი იქნებიან.

რაც შეეხება, მარიამ ბოლქვაძეს, ქართველი ჩოგბურთელი პირველ რაუნდში შვეიცარიელ კონი პერინს შეხვდა და 2 სეტში (4:6, 3:6) დამარცხდა.

წყარო – itftennis.com

ჯანო ანანიძის გადასვლა თურქეთში შესაძლოა გაჭიანურდეს. ცნობილია იჯარის პირობები