კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

მოახერხებენ თუ არა ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ნაკრების შეკრებაზე დროულად ჩამოსვლას?

ქართველი ლეგიონერები დღეს ივარჯიშებენ

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ნოემბერში 3 ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება.

ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

როგორც პირველ არხს ცნობილი გახდა, ისტორიულ დაპირისპირებამდე ყაზახეთში მომუშავე ქართველმა სპეციალისტმა, კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე შესაძლოა, პრობლემები შექმნილიყო ნაკრების შეკრებაზე ყაზახური „ტობოლის“ ფეხბურთელების, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც პირველ არხს ცნობილი გახდა, ფეხბურთელების ჩამოსვლასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნილა და „ჯვაროსნების“ დღევანდელ შეკრებაზე ყველა გამოცხადდება.

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

რატი ანდრონიკაშვილი: “მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები”