კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებით “ლივერპულმა” უნიკალური რეკორდი დაამყარა

Image source: Getty Images

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, “ლივერპულმა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “ფლამენგო” დამატებით დროში 1-0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რობერტო ფირმინომ გაიტანა.

ESPN-ის ინფორმაციით, “ლივერპული” გახდა პირველი ინგლისური კლუბი ისტორიაში, რომელმაც ერთ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

დავამატოთ ასევე, რომ ამ ჩემპიონატში ეს ინგლისური კლუბების მეორე გამარჯვება იყო. ეს ტიტული უფრო ადრე – 2008 წელს “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოიპოვა, როდესაც ფინალში “ლდუ კიტო1-0 დაამარცხა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ფინალამდე მოაღწია ასევე “ჩელსიმ“, თუმცა გადამწყვეტ დაპირისპირებაში მეტოქე “კორინტიანსს0-1 დაუთმო.

ლივერპული” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობდა ასევე 2005 წელს, თუმცა ფინალში “სან პაულოსთან 0-1 დამარცხდა.

გიორგი ბეჟანიშვილის საოცარი რეაქცია და ეფექტური ბლოკი “მისურისთან” მატჩში (ვიდეო)