კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

MMA-ს ქართველი მებრძოლი 16 მაისს ფლორიდაში გამოვა ოქტაგონზე (ფოტო)

 

MMA-ს ქართველი მებრძოლის გიგა ჭიკაძის ბრძოლა UFC 249-ში კორონავირუსის გამო გადაიდო.

როგორც ჭიკაძე იტყობინება, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ის UFC-ში მორიგ ბრძოლას მიმდინარე წლის 16 მაისს გამართავს.

გიგას მეტოქე მაიკ დევისი იქნება, ხოლო ბრძოლა ფლორიდაში შედგება. ჭიკაძე და დევისი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

 

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში ორი ბრძოლა (ჯამალ ემერსისა და ბრენდონ დევისის წინააღმდეგ) აქვს გამართული და ორივე გამარჯვებით დაასრულა.

 

წყარო – ufc.com

2019 წლის ყველაზე დასწრებადი სტადიონები და თამაშები (ფოტო)